სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით და საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, 25-29 მაისს საქართველო ჯომარდობაში ევროპის თასის გათამაშებას უმასპინძლებს. ტურნირი ბორჯომის ხეობაში, ჭითახევში, მდინარე მტკვარზე გაიმართება. მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირებულია ევროპის 11 ქვეყნის 38 გუნდი.
ჯომარდობის ევრო თასის გათამაშებასთან დაკავშირებით, 23 მაისს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც მედიის წარმომადგნლებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი და ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქაცარავა შეხვდნენ.
ტურნირი გაიმართება ქალებსა და ვაჟებში 6 კაციანი ნავების კატეგორიაში მსოფლიო ფედერაციის საყოველთაოდ მიღებული წესებისა და ინსტრუქციის მიხედვით. შეჯიბრი ჩატარდება 4 დისციპლინაში: გრძელი დაშვება, ანუ downriver – (15 კმ მონაკვეთი) სპრინტი, სლალომი და პირისპირ დაშვება – 800 მეტრიანი მონაკვეთი.
საქართველო წარმოდგენილი იქნება 4 გუნდით, მათ შორის ეროვნული ნაკრებით, რომლიც თებერვლიდან გადის შეკრებას ბორჯომის ხეობაში მდ. მტკვარზე.
მონაწილე ქვეყნები: საფრანგეთი, ჩეხეთი, რუმინეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, უკრაინა, თურქეთი, ყაზახეთი, რუსეთი, ლატვია და საქართველო.