ვიდეომ Queen-ის ლეგენდარულ ჰიტზე „ბოჰემური რაფსოდია“ Bohemian Rhapsody „იუთუბის“ არხზე მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა და ამით ყველაზე ძველი კლიპი გახდა მუსიკის ისტორიაში, რომელმაც რეკორდი მოხსნა. ეს გახლავთ პირველი ვიდეო, რომელიც 90-იან წლებამდე გამოვიდა და რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.
ამ ფაქტს Queen-ის მოქმედი წევრები, ბრაიან მეი და როჯერ ტეილორი წერილით გამოეხმაურნენ: „ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ჩვენი სიმღერა მილიარდ ნახვას აღწევს, გვინდა მადლობა ვუთხრათ ყველა გულშემატკივარს მსოფლიოს ყველა წერტილში“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფისQueen-ის მეგაჰიტი Bohemian Rhapsody ყველა დროის ყველაზე მოსმენადი ჰიტია. Universal Music Group-ის ცნობით, ის ყველაზე ხშირად გაჟღერდა სთრიმინგ-სერვერებზე.