პაციენტი, რომელიც ხუჯაძე-გოგინეიშვილის ყელ-ყურ ცხვირის კლინიკაში ცხვირის ძგიდის ოპერაციას იკეთებდა, ანესთეზიიდან რამდენიმე წუთში დამძიმდა, ტვინის შეშუპება დაეწყო და გული გაუჩერდა. ამის შესახებ რუსთავი 2 წერს. შემთხვევა დაახლოებით 3 თვის წინ მოხდა, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო ჯერ კიდევ სწავლობს საკითხს, უნდა გაკეთებულიყო თუ არა მედიკამენტებზე სატესტო სინჯი.
გარდაცვლილი ირაკლი კობიაშვილის მეუღლე ამბობს, რომ ეს კლინიკის ექიმების ბრალია. ნინო გოგინაშვილის თქმით, ისინი გართულებების თაობაზე არ გააფრთხილეს და ოპერაციის დაწყებამდე მამაკაცს ანესთეზიის მედიკამენტზე სინჯი არ გაუკეთეს.
ხუჯაძე-გოგინეიშვილის კლინიკის ანესთეზიოლოგი მაშინ ამბობდა, რომ საერთაშორისო სტანდარტით სინჯის გაკეთება რეკომენდებული არ არის.
რამდენად იყო ირაკლი კობიაშვილის გარდაცვალების მიზეზი ექიმთა გულგრილობა, ერთ თვეში გახდება ცნობილი.