CNN – ის ინფორმაციით, ერთ დღეში გრენლანდიაზე 11 მილიარდი ტონა ყინული დადნა, რაც 4,4 მილიონ ოლიმპიურ საცურაო აუზს უდრის.
მეცნიერების განცხადებით, გრენლანდიაზე ყინულის დნობის მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება და 31 ივნისსის მონაცემებით რეკორდულ მაჩვენებელს 56,5 პროცენტს მიაღწია. დანიის მეტეოროლოგიური სადგურის კლიმატის მეცნიერის რუთ მოთრამი ვარაუდობს, რომ სანამ ტემპერატურა არ დაიკლებს, ყინულის დნობის მაჩვენებლის ზრდა ისევ გაგრძელდება.
გრენლანდია მსოფლიოს ყველაზე დიდი კუნძულია, რომლის 82% ყინულითაა დაფარული. გაეროს ინფორმაციით, გასულ თვეს გრენლანდიაში 160 მილიონი ტონა ყინული დადნა.
თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში შეგროვებულ მონაცემების კვლევის შედეგად კი ირკვევა, რომ 1980-დან 1990 წლამდე გრენლანდიის მყინვარებმა 51 მილიარდი ტონა ყინული დაკარგეს, 2010-2018 წლებში კი 286 მილიარდი ტონა.