იაპონელებმა შექმნეს მფრინავი მანქანა, რომელსაც ოთხი პროპელერი დაუმონტაჟეს და უზარმაზარ დრონს დაამსგავსეს. მფრინავი ავტომობილი ჯერ-ჯერობით ავტოპილოტის რეჟიმით გადაადგილდება და როგორც მისი შემქმნელები აცხადებენ, უახლოეს მომავალში ის ადამიანების ტრანსპორტირებასაც შეძლებს.
პირველი საცდელი ფრენა კი მანქანამ მგზავრის გარეშე შეასრულა. ტესტ-დრაივი ტოკიოს ერთ-ერთ გარეუბანში გაიმართა და აპარატმა ჰაერში ზუსტად ერთი საათი დაყო, რის შემდეგაც საწვავი გამოელია და უკან დაეშვა.
შეგახსენებთ, რომ მფრინავი აპარატის შექმნაზე იაპონელები უკვე დიდი ხანია რაც აქტიურად მუშაობენ და ბაზარზე მსოფლიო ლიდერებიც კი არიან. საქმე ისაა, რომ ქვეყანა საკმაოდ მჭიდროდაა დასახლებული და გზებზე ავტომობილების ადგილი ფიზიკურად აღარ არის. შესაბამისად, იაპონელებისთვის ცის ათვისება ძალიან მნიშვნელოვანია.