თბილისში, აგლაძის ქუჩაზე მდებარე სკვერში სკამები დაშალეს და მოიპარეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ipress.ge ავრცელებს.
შემთხვევა გუშინ მოხდა. დიდუბის რაიონში, აგლაძის ქუჩაზე მოწყობილ სკვერში, სადაც 6 მერხი სკამი იყო, ნაწილი დაშლილია, ნაწილი კი მოპარული.
დიდუბის რაიონის გამგეობის განცხადებით, სკვერი 1 წლის წინ თბილისის მერიამ გააკეთა. თითოეული სკამის ღირებულება 715 ლარია.
შსს-მ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.