LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნდათ, გადააბრალონ ახალგაზრდებს, რომ ოცნების უნიათობა ჩაფარცხონ – ენმ-ის წევრი ბახმაროს კინოთეატრზე

159
baxmaroskinoteatri

ოპოზიცია ბახმაროში კინოთეატრ „ბახმაროს“ დაზიანებაში ადგილობრივ ხელისუფლებას და ეკონომიკის სამინისტროს ადანაშაულებს.

მათი განმარტებით, 2012 წელს შენობა-ნაგებობები უწყებამ სპეციალურად დაკეტა და განადგურებისთვის გაიმეტა.

„კურორტი ბახმარო არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ ანადგურებს „ქართული ოცნება“, აჩანაგებს ყველაფერს, რაც უკავშირდება წინა ხელისუფლებას, რაც უკავშირდება „ნაციონალურ მოძრაობას“ , რაც უკავშირდება კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილს და ამის ნათელი მაგალითი არის კინოთეატრი, რომელიც ჩემს ზურგს უკან არის, რომელიც გაანადგურეს პრაქტიკულად უპატრონობით და რამდენიმე დღის უკან ის ააოხრეს და უნდათ ეს ყველაფერი გადააბრალონ ახალგაზრდებს იმისთვის, რომ ეს ყველაფერი იყო „ოცნების“ უნიათობა და მავნებლობა ჩაფარცხონ,“- განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, დავით მჟავანაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, თანამშრომლებმა ნივთის დაზიანების, ან განადგურების ფაქტზე 6 არასრულწლოვანი ამხილეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g