LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაყინი 750-გრამიან შეფუთვაში ბაზარზე 2 დღეში გამოჩნდება

160

”გურჯაანის ნაყინი” მომხმარებელს ახალ პროდუქციას შესთავაზებს. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გურამ ბერიკაშვილმა განუცხადა, 2 დღეში კომპანია ქსელში გასაყიდად მრავალპორციან, საოჯახო ტიპის ნაყინებს შეიტანს, რომლებიც  750-გრამიან შეფუთვაში იქნება ჩამოსხმული.

”აღნიშნული ტიპის საოჯახო ნაყინისთვის გამოვიწერეთ სპეციალური ჭურჭელი, რომელიც სულ ახლახანს ჩამოვიდა, შესაბამისად, ნაყინის ჩამოსხმა დღეს და ხვალ უკვე დასრულდება და მომხმარებელი მის დაგემოვნებას  2 დღეში შეძლებს. აქამდე მრავალპორციანი ნაყინი  მხოლოდ ნახევარ-კილოიანი და კილოიანი შეფუთვით გვქონდა, ამიტომ გვესაჭიროებოდა რაღაც შუალედური”,- აღნიშნა ბერიკაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, 5 დღეა ასევე, რაც ”გურჯაანის ნაყინმა” ნაყინის მოყვარულებს კიდევ ერთი სახეობის პროდუქტი წარუდგინა- ეს არის ”ყავის ნაყინი”, რომელიც სრულიად საქართველოს მასშტაბით სარეალიზაციო ქსელში უკვე შევიდა და მისი ღირებულება 50 თეთრია. როგორ კომპანიის დამფუძნებელმა განმარტა, გაყიდვების რაოდენობა მიუთითებს იმაზე, რომ მომხმარებელმა ახალი სახეობა კარგად მიიღო.

შეგახსენებეთ, მიმდინარე სეზონზე ”გურჯანიის ნაყინმა” ბაზარზე ვაფლის ჭიქაში კიდევ ერთი სახეობის ნაყინი, ”პიკოლო” გამოუშვა, რომელიც ცხიმის დაბალი შემცველობით გამოირჩევა და დიეტურია.

შპს „აისი“ – იგივე „გურჯაანის ნაყინი“  რამდენიმე ათეული წელია ნაყინის წარმოებითაა დაკავებული. ამ ეტაპზე კომპანია 30-ამდე  დასახელების ნაყინს აწარმოებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g