LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემანუელ მაკრონი პუტინთან შეხვედრის შემდეგ: მე მჯერა ევროპული რუსეთის

355
ewhyw34y

საფრანგეთის პრეზიდენტმა  ბრეგანსონში, საზაფხულო რეზიდენციაში რუს კოლეგას უმასპინძლა. ემანუელ მაკრონმა მიღების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთმა პატივი უნდა სცეს დემოკრატიის საერთაშორისო პრინციპებს. საფრანგეთის პრეზიდენტი იმედს იტოვებს, რომ შეხვედრის დროს მიღწეული იქნება პროგრესი უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების კუთხით.

„ჩვენ მოვუწოდებდით პროტესტის, სიტყვის და აზრის თავისუფლების დაცვისკენ და არჩევნებში მონაწილეობის უფლების უზრუნველყოფისკენ. რაც სრულად უნდა იქნეს დაცული რუსეთში, როგორც ევროპის საბჭოს წევრ ქვეყანაში. ვინაიდან, მე მჯერა ევროპული რუსეთის“, – განაცხადა მაკრონმა.

ვლადიმერ პუტინს შეკითხვა დაუსვეს რუსეთში ჩატარებულ მასობრივ საპროტესტო აქციებსა და დაკავებულებზე. პუტინმა პარალელი საფრანგეთში, ყვითელჟილეტიანების აქციებზე გაავლო და აღნიშნა, რომ ყველას აქვს აზრის გამოხატვის უფლება და ეს უფლება არც რუსეთშია დარღვეული.

ემანუელ მაკრონმა კი განაცხადა, რომ რუსეთის აქციებსა და საფრანგეთში მიმდინარე დემონსტრაციებს შორის განსხვავებას ხედავს და რომ საფრანგეთი მუდმივად იცავს კონსტიტუციასა და გამოხატვის თავისულებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები