ჩვენ არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ეს პროცესი შეჩერდება უმოკლეს ვადებში, ვინაიდან, სამწუხაროდ, საოკუპაციო ძალა განაგრძობს თავისი საოკუპაციო ნაბიჯების გადადგმას,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბათუმში ჟურნალისტებს საკითხის კომენტირებისას განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ოკუპაციასთან ბრძოლა არის რთული პროცესი, რომელიც პრინციპულ მიდგომებს და სწორ და ეფექტურ სტრატეგიას მოითხოვს.
“ბუნებრივია, ამ სტრატეგიაში საერთაშორისო თანამეგობრობის როლი უმნიშვნელოვანესია და ჩვენი მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერას აქვს განსაკუთრებული როლი. ჩვენ ვიყენებთ ყველა საერთაშორისო პლატფორმას იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები. ჩვენ არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ეს პროცესი შეჩერდება უმოკლეს ვადებში, ვინაიდან, სამწუხაროდ, საოკუპაციო ძალა განაგრძობს თავისი საოკუპაციო ნაბიჯების გადადგმას. ჩვენი მხრიდან უნდა იყოს პრინციპული პოზიცია და უნდა იყოს ერთსულოვნება და ერთად დგომა საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად”- განაცხადა მამუკა ბახტაძემ
შეგახსენებთ, სოფელ გუგუტიანთკართან ამ მომენტისთვის რკინის ბოძები საერთო ჯამში, 100 მეტრიან პერიმეტრზეაა გავლებული. მცოცავი ოკუპაციის ფონზე დღეს გუგუტიანთკარს რუსულმა ვერტფრენმაც გადაუარა.
რუსული ვერტმფრენი საქართველოში - ოკუპანტები პროვოკაციას აგრძელებენ
რუსული ვერტმფრენი გუგუტიანთკარის ახლოს, რამდენიმე წუთი დაფრინავდა.