ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ განაცხადა, რომ ამაზონის ტყეებში ხანძრის ჩასაქრობად სახელმწიფოს რესურსები არ ყოფნის. ბოლსონარუმ ეს განცხადება ვიდეომიმართვის სახით „ფეისბუქის“ საკუთარი გვერდის საშუალებით გაავრცელა. მანვე განაცხადა, რომ ხელისუფლება ამჟამად ხანძრების გაჩენის მიზეზებს იკვლევს. ამ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ამაზონის ტროპიკულ ტყეებში ხანძარი მძვინვარებს. წლის დასაწყიდან იქ 74-ზე მეტი ხანძრის კერა დაფიქსირდა.
ბუნების დამცველები მიიჩნევენ, რომ ხანძრების უმრავლესობა განზრახ გააჩინეს, ბრაზილიის პრეზიდენტი კი ხანძრის გაჩენაში არასამთავრობო ორგანიზაციებს ადანაშაულებს.
20 აგვისტოს ხანძრის კვამლმა ქალაქ სან-პაულუს მიაღწია.