ჯენიფერ ენისტონი $150 მილიონს ფლობს, თუმცა ლოს-ანჯელესელი ვარსკვლავი ძვირადღირებულ ფეხსაცმელს რეზინის სანდლებს არჩევს.
გუშინ ჯენი ნიუ-იორკის მაღაზიებში 10 დოლარიანი სანდლებით გამოჩნდა. ჯასტინ ტერუს ცოლს ეცვა ჭრელი კაბა, წითელ ტონალობაში, რომელიც მის წამოზრდილ მუცელს მალავდა. გასულ კვირას მის სავარაუდო ორსულობაზე მთელი მსოფლიო ლაპარაკობდა – პაპარაცებმა ჯენიფერი და ჯასტინი ბაჰამის კუნძულებზე დააფიქსირეს, ფოტოებზე ენისტონის დიდი ზომის მუცელი ნათლად ჩანს.
მოგვიანებით, მსახიობის წარმომადგენელმა ინფორმაცია უარყო და აღნიშნა, რომ მუცელი მხოლოდ გემრიელი ვახშმის შედეგი იყო.
ამის მიუხედავად, ჟურნალისტები ეჭვობენ, რომ ენისტონი ნამდვილად ორსულად არის, რადგან ბოლო პერიოდის განმავლობაში მუცელს მუდმივად მალავს.