თბილისში, პეკინის ქუჩაზე დაჭრილს მცირეწლოვანს, რომელსაც უცნობი ქალი დაესხა და დანით ჭრილობები მიაყენა, კლინიკიდან სავარაუდოდ ხვალ გაწერენ.
როგორც “ფორტუნას” გივი ჟვანიას სახელობის კლინიკის ყვა-სახის ქირურგმა ნათია ვასაძემ განუცხადა, ბავშვი ამ დროისთვის პალატაშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორია ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა
პეკინზე მცირეწლოვანს სახეზე დანით დაზიანებები მიაყენეს
“ბავშვი არის კონტაქტური, დამატებით ჩარევას არ საჭირობს. ცხვირისა და ლოყის მიდამოში არსებული ჭრილობების გაკერვა მოხდა. ვგეგმავთ, რომ ხვალ დილით გავწეროთ პაციენტი. დღეს დარჩება კლინიკაში,” – განაცხადა ნათია ვასაძემ.
შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. პოლიციამ პეკინის ქუჩაზე მცირეწლოვნის დაჭრაში ბრალდებული ქალი დააკავა.