LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის სასამართლო პროცესის დღე დაინიშნა

259
ქალი

სასამართლო პროცესი, რომელზეც 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის საკითხს განიხილავენ, ხვალ გაიმართება.

თამარ საძაგლიშვილის მიმართ სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ხვალ იმსჯელებენ. 

მას გამოძიება 3 წლის ბავშვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა, ასევე დაჭრილი არასრულწლოვნის დის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობას ედავება.

შეგახსენებთ, პეკინზე 2 დღის წინ მცირეწლოვანს უცნობი ქალი მიეჭრა, სახის არეში ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მოგვიანებით ის პოლიციამ დააკავა.

ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, რომ ქალს ფსიქიკური პრობლემები აქვს და ის წარსულში შესაბამის მკურნალობას გადიოდა. დაკავებულის დედა კი მანამადე ამბობდა, რომ მის შვილს არანაირი ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონდა. 

"არ ვიცი, რა მოხდა, გავარკვევ და გეტყვით", - 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის დედა

არ იცნობდა არც იმ ბავშვს და არც ოჯახს. ჯანმრთელობის არანაირი პრობლემაც არ ჰქონია.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სასამართლო პროცესი 11:30 ჩანიშნული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g