LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

36 გარდაცვლილი, 90 დაშავებული – სტამბოლის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შედეგი

108

სტამბოლში, ათათურქის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შედეგად, ბოლო  მონაცემებით, 36 ადამიანი გარდაიცვალა, 90 კი დაშავდა.

„ბიბისის“ ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაეპ ერდოგანმა მსოფლიო თანამეგობრობას ტერორიზმთან ბრძოლისკენ მოუწოდა.

ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ტერაქტი გუშინ მოხდა. ქვეყნის იუსტიციის მინისტრის თქმით, აეროპორტში სამმა თვითმკვლელმა აიფეთქა თავი.

თავდამსხმელებმა ჯერ ავტომატებიდან გახსნეს ცეცხლი, შემდეგ კი თავი აიფეთქეს.

თვითმხილველების თქმით, ერთი აფეთქება ხალხის ნაკადში, მეტალოდეტექტორთან ახლოს მოხდა, რომელიც აეროპორტის შენობის შესასვლელშია განთავსებული.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g