LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესი სოლტ ბეს ესტუმრა და ხორცი პირდაპირ დანიდან ჭამა (ვიდეო)

129
2675939-55341090-2560-1440

“ბარსელონას” ტრავმირებული და შესაბამისად უსაქმოდ მყოფი ფორვარდი ლეო  მესი ცნობილი თურქი მზარეულის სოლტ ბეს რესტორანში მივიდა.

ის თბილად მიესალმა ფეხბურთელს და მერე ჯადოქრობა დაიწყო: სელტ ბემ დაჭრა ხორცი, არგენტინელს საშუალება მისცა საფირმო ჟესტით მარილი მოეყარა, შემდეგ კი ნაჭერი დანის პირით მიუტანა ლეოს. მესის ყველაფერი ერთობ მოეწონა.

 

View this post on Instagram

 

When @leomessi met @nusr_et ??

A post shared by 433 (@433) on

ნურსეთ გიოქჩე (მზარეულის ნამდვილი სახელი) 2017 წლის იანვარში გახდა ცნობილი, როდესაც მისი ვიდეო ვირუსულად გავრცელდა. მაშინ ის ვირტუოზულად ჭრიდა ხორცს და საფირმო ილეთით აყრიდა მარილს.

მისი იმპერია უკვე მთელი მსოფლიო მასშტაბით 9 რესტორანს ითვლის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები