LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნორმან ლირი Emmy-ს უხუცესი გამარჯვებული გახდა

118
gettyimages-1174731211-h-2019

მას შემდეგ, რაც Emmy Awards-მა ჯილდოს წლევანდელი მფლობელები გამოავლინა, აღმოჩნდა, რომ ამერიკული სატელევიზიო პრემიის ჯილდოს უხუცესი მფლობელი ჰყავს. 97 წლის ასაკში ამერიკელი მწერალი და პროდიუსერი ნორმან ლირი Emmy Awards-ის ყველაზე ასაკოვანი გამარჯვებულია.

Hollywoodreporter-ის ინფორმაციით, ნორმან ლირმა ცნობილ ბრიტანელ ტელეწამყვანს, სერ დევიდ ატენბოროს გადაუსწრო, რომელმაც ეს ჯილდო 93 წლის ასაკში მიიღო.

„ფაქტი ისაა, რომ მე ამაზე ბევრს არ ვფიქრობ. ვეჭვობ, აწი უფრო მეტს ვიფიქრებ. მე უბრალოდ მომწონს დილით ადრე გაღვიძება“, – აღნიშნა ნორმან ლირმა.

კარიერის განმავლობაში, ნორმან ლირი Emmy-ს ნომინაციაზე 15-ჯერ წარადგინეს და აღნიშნული ჯილდო 4-ჯერ დაიმსახურა – ორი მათგანი 1971 წელს, შემდეგი კი 1972 და 1973 წლებში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g