LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mon Guerlain-ის ახალი სუნამო, რომელიც სცდება არომატის ელემენტების საზღვრებს – უკვე საქართველოშია

1507
q

პარფიუმერულმა მაღაზიათა ქსელმა Voulez-Vous მომხმარებელს ახალი არომატი წარუდგინა.

Mon Guerlain-ის ყოველი ახალი კომპოზიცია თანამედროვე ქალურობის სხვადასხვა ასპექტს გამოხატავს.

Mon Guerlain-ის ახალი არომატი, როგორც ყველასგან მრავალფეროვანი და განსხვავებული სურნელის ვარიაცია, MON GUERLAIN EAU DE PARFUM INTENSE  სცდება არომატის ელემენტების საზღვრებს და არის მეტი, ვიდრე უბრალოდ სუნამოს შემადგენელი ნაწილების ჯამი.

„შეიგრძენით ახალი, მეტად მგრძნობიარე ინტერპრეტაცია, რომელიც აძლიერებს თქვენს ემოციებს და კანზე ნამდვილ ალქიმიას ქმნის. მისი სურნელის წყალობით, რომელიც არის – ნაზი და ამავდროულად მიმზიდველი, დელიკატური და ძლიერი, მსუბუქი და თავდაჯერებული – ყოველი ქალბატონი შეიყვარებს ამ ახალ არომატს.

არომატი შთაგონებულია და შექმნილია ქალბატონებისთვის, რომლებსაც ესმით საკუთარი თავის, მიჰყვებიან საკუთარ გზას, შეუძლიათ გამოხატონ ქალურობის ყველა ასპექტი: იყვნენ ძლიერები და ამავდროულად ნაზები, იყვნენ სავსე სიყვარულის შეგრძნებით. ახალი სუნამოს წყალი გამოირჩევა შემადგენლობების თამამი ნაზავით, რომელიც მეტად უნიკალურია. ეს არის ახალი შეგრძნებების სურნელი, რომელიც მის მფლობელს აძლევს შესაძლებლობას გამოააშკარაოს საკუთარი თავი და უნიკალურობა. ელეგანტური, დინამიური, ამავდროულად გამამხნევებელი, რომელიც მეორე კანის მსგავსად ეფინება კანს. ეს არის MON GUERLAIN-ის ყველაზე ქალური ინტერპრეტაცია. ორიგინალური ხელწერის წყალობით – ლავანდის, ვანილისა და სანდალის ხის ნოტებთან ერთად, არომატი ქმნის მეტად თამამ სურნელს, უსაზღვროდ მაცდურს და რბილს, ძლიერს და ამავდროულად ნაზს. Guerlain-ის სახლისთვის მნიშვნელოვანია შეუდარებელი ვანილის ნოტი, რომელიც  არომატს სიმხნევესა და მიმზიდველობას მატებს. ფრანგულ ლავანდასთან, სანდალის ხის და ფაჩულის ნოტებთან ერთად,  ვანილი გამორჩეულად ეფინება კანს.

ტერი ვასერისა და დელფინ ჯელკის მიერ შექმნილი შეუდარებელი აღმოსავლური არომატი ისეთი ძვირფასი ინგრედიენტების ნაზავია,როგორიცაა: ტაიტური ვანილი პაპუა – ახალი გვინეადან, სამბაკის ჟასმინი – ინდოეთიდან, სანდალის ხე – ავსტრალიიდან და პროვანსის ლავანდა. MON GUERLAIN EAU DE PARFUM INTENSE -ი ძლიერი, თავისუფალი და მგრძნობიარე არომატია, თანამედროვე ქალურობის ნამდვილი განხორციელებაა, რომელიც სურნელის მეშვეობით მოუწოდებს ქალბატონებს აღმოაჩინონ საკუთარი თავი და არასოდეს არ დათმონ თავისუფლება.

შეგახსენებთ, Guerlain-ის სახე ანჯელინა ჯილია. ჯოლის კავშირი Guerlain-ის სახლთან უკავშირდება მისი ბავშვობის მოგონებებს , დედას და კერძოდ Guerlain-ის პუდრს. ეს კავშირი, საფრანგეთის და ფრანგული კულტურის ახალი აღმოჩენებით ვითარდება, რომელსაც აერთიანებს საერთო ღერებულებები, ფასეულობები და ქალურობისადმი თანამედროვე დამოკიდებულება“, – აცხადებენ პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელ Voulez-Vous-ში.

 

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g