ახლოვდება ლათინოამერიკული მუსიკალური დაჯილდოვების ცერემონიალი, გულშემატკივრებს ერთი სული აქვთ გაიგონ, თუ ვინ მოიპოვებს „წლის ალბომის“ მფლობელის ტიტულს.
ნომინანტები შემდეგი კრიტერიუმებით გამოვლინდნენ: გულშემატკივრების რაოდენობა, გაყიდვები, ტრანსლაციები, სოციალური აქტივობა და “ბილბორდის” ჩარტები.
მეხუთე, ყოველწლიური, ლათინოამერიკული მუსიკალური დაჯილდოვების ცერემონიალი 17 ოქტომბერს, საღამოს 8 საათზე, ჰოლოვუდში, დოლბის კინოთეატრში შედგება.
მანამდე კი “ფორტუნა პლუსი” ნომინანტ ალბომებს წარმოგიდგენთ:
ბედ ბანი – X 100PRE
ეს მუსიკოსის სადებიუტო ალბომია, რომელიც 2019 წლის 5 იანვარს გამოვიდა და ლათინურ ჩარტებში 26 კვირა გაატარა.
ოზუნა – Aura
სადებიუტო ალბომი, რომელიც 2018 წელს გამოვიდა და „Top Latin Albums“- ის ჩარტებში 17 კვირა ლიდერობდა.
Anuel AA – Real Hasta La Muerte
მუსიკოსის სადებიუტო ალბომი, რომელის დებიუტიც 2018 წელს შედგა და რომელმაც ტოპ ჩარტებში 2 კვირა გაატარა.
ლუის ფონსი – VIDA
2019 წელს გამოსული სადებიოუტო ალბომი, რომელიც ახლაც არ თმობს ლიდერობას.
Santana – Africa Speaks
სანტანას 2019 წელს გამოსული ალბომი