LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საელჩო”, სადაც გემრიელი სამზარეულო და ხარისხიანი მუსიკა გელით – შეხვედრის ადგილი თბილისში

11
69632435-608014876393473-3086717902426996736-o (1)

მყუდრო ადგილი, ლამაზი გარემო, ძველი ქართული რეცეპტებით მომზადებული კერძები და სასიამოვნო მუსიკა – სად არის “საელჩო” და რა კონცეფციაზეა ის შექმნილი, “ბიზნესნიუსი” “საელჩოს” დამფუძნებელ, გიორგი მგალობლიშვილთან ინტერვიუს გთავაზობთ.

საიდან გაჩნდა იდეა, რომ ასეთი კაფე-რესტორანი გაგეხსნათ და რატომ ჰქვია მას „საელჩო“

– ქალქში ვიპოვე საცხოვრებელი სახლი, ისეთი შევარჩიე, როგორიც უნდა ყოფილიყო ბარი ჩემს წარმოდგენაში და დავარქვით საელჩო. ჯერ ერთი ულამაზესია, სოლოლაკი ყველამ ვიცით, დიდი კედლებით, მაღალჭერიანი სახლებით, აღმოჩნდა, რომ ამ სახლში 1911 წელს იტალიის საელჩო იყო, არავითარი თარგმანი, პირდაპირ საელჩო ჰქვია ინგლისურადაც. პირველი საელჩოს კონცეფცია იყო განსხვავებული. იქ არ გვქონდა საშუალება, რომ ასეთი პროფესიონალური სამზარეულო ყოფილიყო. იყო მხოლოდ ბარი, იმართებოდა ივენთები, საღამოები, მუსიკალური და ა. შ. ბოლოს, როგორც იქნა გავიზარდეთ. მივხვდით, რომ სამზარეულო საჭიროა. ზოგადად ყველას უყვარს ჭამა. შევარჩიეთ ადგილი, ლოკაცია შევიცვალეთ, ჭონქაძეზე გადავედით. მყუდრო გარემოა, სადაც ვფიქრობ ნებისმიერი ტიპის ადამიანს მოეწონება, ვისაც უყვარს სიმშვიდე, გემრიელად ჭამა.

რაზე გაკეთდა განსაკუთრებული აქცენტი, როცა კაფე-რესტორანს ხსნიდით

– პირველადი აზრი იყო, რომ ეს ყოფილიყო ადგილი, სადაც მეგობრები შეიკრიბებოდნენ, სადაც მუსიკა იქნებოდა. შემდეგ გავაერთიანეთ ეს ყველაფერი. მივედით იქამდე, რომ კარგი საკვები ყველასთვის სასარგებლოა. პრივილეგიას ქართულ სამზარეულოს ვანიჭებთ და შევეცადეთ, ძველი ქართული კერძები გვქონოდა. მაგალითად „შინდის შეჭამანდი გოგრის ბურთებით“. მუსიკას რაც შეეხება, ფონურად მსუბუქი ჯაზია. საღამოებიც გვქონდა, უკვე სამი მუსიკალური საღამო გვქონდა.

რა ტიპის მომხმარებელზეა გათვლილი საელჩო

– ეს არის უფრო ადგილი, სადაც ზრდასრული ადამიანები ერთმანეთს შეხვდებიან, მშვიდად ისაუბრებენ სასიამოვნო ფონურ მუსიკაზე და ასევე გაერთობიან.

ფასების ნაწილზეც გკითხავთ, კონკრეტიკას არ გთხოვთ, მაგრამ არის კაფეები, სადაც ამბობენ, რომ მათი ობიექტი მხოლოდ პრემიუმზეა გათვლილი , თქვენთან რა ხდება ამ მხრივ

– ფასები, საკმაოდ მისაღებია. ვფიქრობ, უფრო საშუალოა. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია , გემრიელად მიირთვას, მაღალი ხარისხის ღვინო დალიოს და წარმოუდგენლად გემრიელი კერძები გასინჯოს.

რას გეგმავთ უახლოეს მომავალში, თუნდაც საღამოების მიმართულებით 

– ზოგადი კონცეფცია შევცვალეთ. პირველი საელჩო უფრო ასეთი ღონისძიებებისკენ იყო მიმართული. მიუხედავად იმისა, რომ სახელი გადმოვიტანეთ, კონცეფცია შევცვალეთ. ივენთები გაიმართება, თუმცა უფრო მეტი შერჩევით. თავისთავად განიხილება ახალი ობიექტების გახსნაც, მაგრამ უფრო შემდეგი წლიდან.

რას ეტყვით თქვენს მომხმარებლებს

– მე შევეცადე, რომ ყოფილიყო საინტერესო და გამომივიდა კიდეც. ყველა ნივთს თავისი ისტორია აქვს, ორიგინალი ძველი აფიშები მაქვს, ასეევ მე-19 საუკუნის სარკე, გვაქვს ვერანდა სიმწვანეში. ანუ ყველასთვის კომფორტულია. პირველი მიზანია, მომართული ვართ, კლიენტების კმაყოფილებაზე. გვინდა იყოს, საყვარელი ადგილი, როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივებისთვის. მეგობრების შეკრების ადგილი, სადაც ლამაზ საღამოს გაატარებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები