LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სილვია გრეკო წლის გულშემატკივარია – მას უსინათლო შვილი სტადიონზე დაყავს (ვიდეო)

115
2019-09-23t191124z-779152291-rc19398ae530-rtrmadp-3-soccer-fifa-awards

ფიფამ ბრაზილიელი სილვია გრეკო წლის გულშემატკივრად დაასახელა და მას პრიზი The Best მისცა.

ქალს შვილი ნიკოლასი სტადიონზე დაყავს. ბავშვი საჭირო დროზე 5 თვით ადრე დაიბადა და ნახევარ კილოგრამს იწონიდა.

ჩვილმა ჩამოყალიბება ვერ მოასწრო, ბიჭი უსინათლოა და აუტისტური სპექტრის აშლილობა აღენიშნება.

გრეკო შვილს „პალმეირასის“ თამაშის შესახებ უყვება.

„მე ბავშვობიდან ფეხბურთით ვცხოვრობ. ფეხბურთი არის ჩემ და ჩემი შვილის ცხოვრებაში. ის ჩვენს ბედს ცვლის, ჩვენ გვიყვარს ფეხბურთის თამაშის ხელოვნება“, – თქვა გრეკომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები