ბათუმის მიმდებარედ ნაგვის გადამამუშავებელი ქარხანა აშენდება. ტენდერი ქარხნის აშენებაზე უკვე მიმდინარეობს, რომელშიც ოთხი კომპანია მონაწილეობს.
ნაგვის გადამამუშავებელი ქარხნისთვის ტერიტორია აჭარის მთავრობამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცეცხლაურში გამოყო. გონიოში არსებული ძველი ნაგავსაყრელი კი, რომელიც 1960-იანი წლებიდან ფუნქციონირებს დაიხურება.
”გადავწყვიტეთ, ნაგავსაყრელი დაკონსერვდეს და იქ არსებული მასა გაზის ნაერთებისგან გათავისუფლდეს. ვფიქრობთ, რომ როცა ამის საშუალება გვექნება და საინვესტიციოდ საინტერესო იქნება, იქ შეიქმნას რეკრეციული ზონა და გოლფის მოედნები გაკეთდეს” – განაცხადა ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა.