პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ენგურზე გადაღებულ ფოტოს და წერს, რომ 27 სექტემბერს რუსეთმა საკუთარი ოჯახიდან გამოგვყარა.
გთავაზობთ მის პოსტს:
ჩვენი ოდაბადე აფხაზეთია
27 სექტემბერს რუსეთმა სახლი წაგვართვა და საკუთარი ოჯახიდან გამოგვყარა…
ის ცა მიყვარს, ბედიას რომ დაჰყურებს,
ის ნაპირი, განთიადი რომ ჰქვია…
გული მივრძნობს, მალე მოვინახულებ,
მლოცველს რომ ჰგავს, მარტოსული მოქვია…
და პალმების აშვერილი ტოტები,
ზღვისფერ დილას უცნაურად უხდება…
გემის მოსვლას მე არ დაველოდები,
ილორი ხომ თბილად ჩამეხუტება…
არ მაშინებს ჩატეხილი ხიდები,
გზების ბოლოს ისევ ვრცელი გზებია.
მტრედს ფეხებზე ისე ჩავეჭიდები,
რომ საფლავის ქვებიც ატირდებიან…
ჰელადოსი არ ამომდის გულიდან,
თუ ქვიშაზე ტალღამ ხელი დარია…
მორდუს მჯერა, იქ რომ მიწას უვლიდა…
მერე რა, რომ დღეს ერთად არ არიან!..
