აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა გერმანიას მიუნხენში მომხდარი თავდასხმის გამო უსამძიმრებს.
ბარაკ ობამას თქმით, ვაშინგტონი მზად არის, გერმანიას დაეხმაროს.
“ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ გერმანელ ხალხს. მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, აღმოვუჩინოთ ყველა დახმარება”,- განაცხადა ობამამ.
მიუნხენის სავაჭრო ცენტრში სამმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა.
შედეგად გარდაცვლილია რაოდენობა 8-მდე გაიზარდა. დაშავებულია სულ მცირე 20 ადამიანი.
პოლიცია თავდამსხმელების დასაკავებლად ფართომასტაბიან სპეცოპერაციას ატარებს.