ყოველწლიური ფესტივალის, Comic Con-ის ფარგლებში ახალი „კინგ კონგის“ თრეილერი აჩვენეს. ფილმი, რომელზეც მუშაობა მთელი წელია მიმდინარეობს, დღის სინათლეს მარტში იხილავს. იქამდე კი მაყურებელს აქვს საშუალება იხილოს პრომო რგოლი ჯორდან ვოტ-რობერტსის სათავგადასავლო ფილმიდან, სადაც მთავარ როლებს ტომ ჰიდლსტონი, ბრი ლარსონი და სემუელ ჯექსონი ასრულებენ.
ფილმში მოქმედება 70-იან წლებში ვითარდება. მთავარი გმირი საიდუმლოებით მოცულ კუნძულზე ექსპედიციას გეგმავს, სადაც ერთ დროს კინგ-კონგი დაიჭირეს. მისი ამოცანაა დაკარგული ძმის პოვნა. ექსპედიციის მონაწილეთათვის შესაძლოა ეს მოგზაურობა უკანასკნელი აღმოჩნდეს. ფილმის მსოფლიო პრემიერა 2017 წლის 9 მარტსაა დაგეგმილი.