LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა ოგბაიძე მიკროავტობუსის ამობრუნებაზე : “ასეთი შემთხვევები გახშირდება”

123

რუსთაველის გამზირზე ყვითელი სამარშრუტო ტაქსის ამობრუნებას საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი შალვა ოგბაიძე Facebook ეხმიანება.

„შეკითხვები, რომელიც უნდა დაისვას და რომლსაც პასუხების გაცემა უნდა (მივმართავ ქალაქის მერს ბატონ დავით ნარმანიას, თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსს ბატონ გიორგი გურგენიძეს, ტრანსპორტის კურატორ ვიცემერ ბატონ ირაკლი ლექვინაძეს).

მაშ ასე, შეკითხვები:

1.რამდენი კაცი იჯდა სალონში?

2.რამდენი კაცი იდგა(ეს მეტად მნიშვნელოვანია)?

  1. რამდენი საათი აქვს ნამუშევარი წინა დღეს მძღოლს?
  2. მძღოლს თვითონ აქვს ხელშეკრულება გაფორმებული მმართველ კომპანიასთან თუ ქვე-იჯარით სხვა ჰყავს დასმული საჭესთან?

5.მართვის მოწმობა როდის აქვს აღებული?

6.რომელ ავტოსკოლაში?

  1. ავტომობილს გავლილი აქვს თუ არა ,,ტექდათვალიერება”(გზისთვის ვარგისობის ტესტირება)?
  2. უფრო მარტივად: თუნდაც საბურავების პროტექტორების სიღრმე შეესაბამაბა დასაშვებ ზღვარს?(გამონაბოლქვზე აღარ ვსაუბრობ).

9.ავტომობილი დაზღვეულია?

  1. მძღოლის ჯანმრთელობა ბოლოს როდის შემოწმდა?

დანარჩენზე მერე ვისაუბროთ.

P.S. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები გახშირდება“ – წერს ოგბაიძე.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე სამარშრუტო მიკროავტობუსი ამოტრიალდა.  დიდი სისწრაფით მიმავალი მიკროავტობუსი და ტაქსი ერთმანეთს დაეჯახნენ.
გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტით მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები