ჯასტინ ბიბერისა და ჰეილი ბოლდუინის ქორწილი სულ ცოტა ხნის წინ შედგა და წყვილის ცხოვრებაშიც აღმავლობის ეტაპი დაიწყო.
სოციალურ ქსელში 25 წლის ჯასტინისა და 22 წლის ჰეილის პიკანტური ფოტოები გავრცელდა. წყვილი Calvin Klein-ის სარეკლამო კამპანიისთვის ვნებიანათ კოცნის ერთმანეთს და ცეკვავს.
ახალ რეკლამაში ასევე კენდალ ჯენერი, ტროი სივანი და ლიუ ვენიც გადაიღეს.
ჯასტინ ბიბერისთვის აღნიშნულ ბრენდთან თანამშრომლობა პირველი არ არის, შეგახსენებთ, ვარსკვლავი 2016 წელს უკვე მონაწილეობდა Calvin Klein-ის ფოტოსესიაში მოდელ ლარი სტოუნთან ერთად.