LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”დაბი ჯგუფი” ახალი საინვესტიციო პროექტის განხორციელებას ბათუმში გეგმავს

282

”დაბი ჯგუფი” ახალი საინვესტიციო პროექტის განხორციელებას ბათუმში გეგმავს. როგორც ”ფორტუნას” ”დაბი ჯგუფის” აღმასრულებელმა დირექტორმა სამი ედვარდმა განუცხადა, არაბულ ბიზნეს ჯგუფს, თბილისის შემდეგ, ახალი პროექტების განხორციელება საქართველოს რეგიონებშიც სურს.

”ვფიქრობთ, ბათუმით დავიწყებთ და შემდეგ სხვა რეგიონებსაც ავითვისებთ. მომავალ კვირას ჩვენ სწორედ ბათუმში გავემგზავრებით, სადაც არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან ტოპ ბიზნესმენები ჩამოვლენ. ბათუმში შეხვედრა გაიმართება, სადაც მსხვილ საინვესტიციო პროექტებს განვიხილავთ და შემდეგ მათ განსახორციელებლად მოვემზადებით”, – განაცხადა სამი ედვარდმა და აღნიშნა, რომ ”დაბი ჯგუფი”, სასტუმროების გარდა, სხვა სექტორების ათვისებასაც გეგმავს.

”დაბი ჯგუფი” 7 ვარსკვლავიანი სასტუმრო ”ბილტმორ თბილისის” მფლობელი კომპანიაა. 216 ნომრიანი სასტუმრო, რომლის საინვესტიციო ღირებულება 100 მილიონი დოლარია, 31 ივლისს გრანდიოზულად გაიხსნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g