LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რომ კვდებოდე წყალს არავინ მოგაწოდებს“ – რას უყვება ფორტუნას ქართველი ემოგრანტი თელ ავივიდან

405
img767402

„საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ისრაელში იმყოფებიან არალეგალურად ან მოითხოვეს თავშესაფარი და სურთ საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნება, ისრაელის მოსახლეობის, იმიგრაციისა და საზღვრის დაცვის სამსახური საქართველოს საელჩოსთან ერთად ასეთ მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას ღირსეულად და ნებაყოფლობით დაბრუნდნენ სამშობლოში, რაშიც მათ გაეწევათ შესაბამისი დახმარება“ – ეს არის ორი წლის წინ გაკეთებული ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩო განცხადება, რომელიც მაშინ ისრაელში საქართველოს საელჩოს ვებგვერდზე  გამოქვეყნდა. ზუსტად ამ წელს ისრაელში სამუშაოდ კიდევ ერთი ქართველი წავიდა, დიდი იმედებითა და მოლოდინებით, ყოველგვარი მოწვევისა და შესაბამისი საბუთების გარეშე, კვიპროსის გავლით. წმინდა მიწაზე  მაშინ 150 ქართველიდან მხოლოდ სამი შეუშვეს, მათ შორის იყო თამარი.

პროფესიით ჟურნალისტი, საკუთარ ქვეყანაში უმუშევრად დარჩენილი და „ათასი“ მოუგვარებელი პრობლემით ჯერ დაკითხვის ოთახში მოხვდა, მერე კი პირდაპირ ქუჩაში.

ქართველი ემიგრანტი გვიყვება, რომ ოჯახში, სადაც უნდა ეცხოვრა და თან უნდა ემუშავა, ადგილი არ აღმოჩნდა და უცხო ქვეყანაში ქუჩაში აღმოჩნდა.

„ვიცოდი, რომ აქ კაბინეტში არავინ არ დამსვამდა და თანამდებობებს არ მომცემდნენ. აქ ძირითადი სამუშაო დალაგებაა და მეც ამ სამუშაოსთვის ჩამოვედი, მაგრამ არ მეგონა ასე თუ გამიჭირდებოდა. ის მოლოდინი და ემოციები, რომელიც ამ ქვეყანასთან მიმართებაში გამაჩნდა, იმ დღესვე გამიქრა, როცა ჩამოვედი. რომ კვდებოდე წყალს არავინ მოგაწოდებს. წვალებით ნაშოვნ სამუშაოში, სადაც 18 საათი ვმუშაობდი, ხელფასიც არ გადამიხადეს. უფროსმა მითხრა უსაბუთო ხარ და ხმას თუ ამოიღებ მიგაბრძანებ შენს ქვეყანაშიო. ასე აქ ხშირად ხდება. ეს სიახლე კი არ იყო, უბრალოდ მე ვიყავი იმ დღეს უბედური. სულ სამი შემთხვევა მქონდა მსგავსი, მაგრამ ბრძოლის სურვილი არ დამიკარგავს. მაშინაც კი, როდესაც გავიგე, რომ ერთ ქართველ ქალს მუშაობის დროს გულმა უღალატა. უფროსმა ნაგვის ბუნკერთან დადოო და არავის მოუკითხია. ისევ ქართველებმა შევაგროვეთ თანხა, რომ საქართველოში გადაესვენებინათ“, – ამბობს თამარი.

თბილისობა მოსკოვში აღარ გაიმართება - შეფასებები მოსკოვიდან

ქართველი ემიგრანტი არასწორად მიიჩნევს მოსკოვში აცეკვებული და ამღერებელი ქართველების საქციელს.

როგორც თვითონ გვიყვება, თელ ავივში ფასები როგორც საცხოვრებელ ბინებზე, ისე კომუნალური გადასახადები ძალიან ძვირია, განსაკუთრებით, თუ ისრაელის მოქალაქე არ ხარ. ბინის ქირის ფასი 800 დოლარიდან იწყება, ხოლო სხვა გადასახადები 500 დოლარამდე აღწევს.

ემიგრანტი ქალი, რომელმაც საკუთარი წარმატებული ბიზნესი წამოიწყო - „მთხოვნელები მომიმრავლდნენ ამ ბოლო დროს...“

ფეისბუქ“-გვერდი: ქალები საქართველოდან Women of Georgia აქვეყნებს მორიგ საინტერესო ამბავს

„ყველა იმ ტანჯვისა და წამების მიუხედავად, ამ ქვეყანამ ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა. აქ შევქმენი მეორე ოჯახი. ქართველებმა წმინდა მიწაზე ვიპოვეთ ერთმანეთი. მისმა ოჯახმა საკუთარი შვილივით მიმიღო და მიფრთხილდებიან. მადლიერი ვარ უფლის, რადგან ვიცი გასაჭირში არასოდეს არ დამტოვებს“, – გვიყვება თამარი და იმ ქართველებს, რომლებსაც სურვილი აქვთ ისრაელში სამუშაოდ წავიდნენ, ურჩევს: „დარჩით სამშობლოში, ის საქმე, რომელიც უცხო ქვეყანაში უნდა გააკეთოთ, აკეთეთ საქართველოში. დარჩით თქვენს ოჯახებთან და თქვენს სახლებში. სამშობლოში ჭიქა წყალი გერჩივნოთ სხვა ქვეყანაში წამებით ნაშოვნ კაპიკებს.“

ქართველი ჟურნალისტი სამშობლოში დაბრუნებას და სწავლის გაგრძელებას გეგმავს, მანამდე კი როგორც გვითხრა, მუდმივად დეპორტის შიშში იქნება.

2018 წელს ისრაელის მიგრაციის სამსახურმა საქართველო და უკრაინა ამოიღო „საშიში ქვეყნების“ სიიდან, რომელთა მოქალაქეებსაც პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნის უფლება აქვთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები