LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი შავკანიანი ქალი, რომელმაც მსოფლიოს 195 ქვეყანაში იმოგზაურა

206
BeFunky-collage (4)

ზოგიერთი ადამიანი მსოფლიო რეკორდს სიგრძეში ხტომასა და სირბილში ამყარებს. ჯესიკა ნაბონგომ კი გინესის რეკორდი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობით მოხსნა. თითქოს ამაში არაფერია გასაკვირი, მითუმეტეს, როცა მსოფლიოში უკვე 150 ადამიანია, ვინც ყველა ქვეყანაში იმოგზაურა. თუმცა, ჯესიკამ გადაწყვიტა გამხდარიყო აფრიკული წარმოშობის პირველი შავკანიანი ქალი, რონელმაც 195 ქვეყანაში იმოგზაურა.

2016 წლამდე მან 193 ქვეყანა მოინახულა. მათ შორის 165-ე იყო საქართველო. ჯესიკას თბილისში ქართული ღვინო დააგემოვნა, ხინკალი ჭამა და შოთის პურიც კი გამოაცხო.

https://www.instagram.com/p/BwjFEwxB_MF/?utm_source=ig_embed

რამდენიმე დღის წინ მან მოგზაურობა იმ ტერიტორიის მონახულებით დაასრულა, რომელსაც უსტატუსოს უწოდებს გაერო.

,,მოგესალმებით სეიშელის კუნძულებიდან. იმდენი რამ მაქვს სათქმელი, თუმცა მთავარი – მადლობა საზოგადოებას მხარდაჭერისთვის, ედ იყო ჩვენი მოგზაურობა და მადლობა მათ ვინც ჩემთან ერთად გაიარა ეს გზა”- დაწერა ჯესიკამ საკუთარ ინსტაგრამ ვვერდზე

ის იმედს გამოთქვამს, რომ მისი თავგადასავალი სხვა შავკანიანი ადამიანებისთვის მისაბაძი გახდება.

,,მე ამ სამყაროში შავკანიანი დავიბადე და ამ რეალობის შეცვლას არ ვაპირებ, სადაც არ უნდა მოვხდე” -ამბობს ჯესიკა.

https://www.instagram.com/p/B3TRrhvgolK/

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g