იაპონიაში ტაიფუნ “ჰაგიბისის” შედეგად დაღუპულთა რიცხვი 37-მდე გაიზარდა. მეწყერისა და წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა მოსაძებნად ათასობით პოლიციელი, მეხანძრე, სანაპირო დაცვა და სამხედრო მუშაობს. მომაკვდინებელმა ტაიფუნმა ქვეყნის 8 პრეფექტურა დაზარალა, დახლოებით 92 ათასი ოჯახია დარჩენილი ელექტროენერგიის გარეშე, ხოლო წყლის გარეშე 120 ათასი. სტიქიის გამო რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის სამი მატჩი გაუქმდა. “ჰაგიბისი”, იაპონიაში ათწლეულობის განმავლობაში ყველაზე საშინელი ქარიშხალია.
სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ქვეყნის მასშტაბით 110 ათასი ადამიანია ჩართული. მეტეოროლოგების ინფორმაციით, ამ დროისთვის ტაიფუნი მნიშვნელოვნად შესუსტებულია.
ტაიფუნი იაპონიაში – დაიღუპა 2, დაშავდა 127
დაიტბორა აგრეთვე ნაგანოს მატარებლის საცავი, სადაც 30 მილიონი დოლარის ღირებულების 10 მაღალსიჩქარიანი მატარებელი განადგურდა.
ევაკუაციის რეკომენდაცია 7 მილიონამდე მოქალაქეს მისცეს, თუმცა თავშესაფარს მხოლოდ 50 ათასმა ადამიანმა შეაფარა თავი. ყველაზე ნაკლებად ტოკიო დაზარალდა, თუმცა ქვეყნის მასშტაბით სხვა ქალაქები სტიქიამ მთლიანად გაანადგურა.
იაპონიას ძლიერი ტაიფუნი უახლოვდება – კუნძულ კიუსიუსსა და ხონსიუსზე ევაკუციაა გამოცხადებული
ამ დროისთვის დაკარგულად 20 ადამიანი ითვლება.
გასულ თვეში იაპონიაში ტაიფუნმა “ფაქსიმ” 30 000 სახლი დააზიანა, რომელთა უმეტესობა ჯერ კიდევ არ არის აღდგენილი.