ცნობილი მსახიობის და მომღერლის ლენი კრავიცის ქალიშვილი, ზოი კრავიცი რეჟისორ მეტ რივზის ფილმ ბეტმენში ქალი-კატის როლს მოირგებს.
სინჯებზე მან ისეთი კონკურენტები ჩამოიტოვა უკან, როგორებიც არიან ანა დე არმასი, ეისოი გონსალესი და ელა ბალისნკა. ზოი კრავიცს პარტნიორობას რობერტ პატინსონი გაუწევს.
კომპანია Warner Bros-ის ცნობით, ფილმის პრემიერა 2021 წლის 25 ივნისს შედგება.
— Matt Reeves (@mattreevesLA) October 14, 2019