LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობერტ პატინსონი ”ბეტმენის” როლს შეასრულებს

245
the-batman-robert-pattinson

მეთიუ რიზის მომავალ პროექტში, რობერტ პატინსონმა შესაძლოა ”ბეტმენი” განასახიეროს. იმ შემთხვევაში თუ ინგლისელ მსახიობს როლზე დაამტკიცებენ, ის პირველი ყველაზე ახალგაზრდა ბრიუს უეინი გახდება. გავრცელებული ინფორმაციით, 32 წლის ვარსკვლავთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ცნობილია, რომ  DC-ის ერთ-ერთი სუპერგმირის მორიგ ეკრანიზაციას, ”ბეტმენი” ერქმევა.

ამასთან, გაირკვა, რომ კინოსურათის პრემიერა 2021 წლის 25 ივნისისთვის დაიგეგმა.

შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა დროს ”ბეტმენის” კოსტიუმი ადამ უესტმა, მაიკლ კიტონმა, ჯორჯ კლუნიმ, ველ კილმერმა, კრისტიან ბეილმა და ბენ აფლეკმა მოირგეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები