13, 14 და 15 აგვისტოს 02:00 საათიდან 06:00 საათამდე ჩუღურეთისა და მთაწმინდის რაიონების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება.
როგორც ”ფორტუნას” ”თელასიდან” აცნობეს, ჩუღურეთის რაიონში შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, უზნაძის, მარჯანიშვილის, ხეთაგუროვის, ნინო ჩხეიძის, წინამძღვრიშვილის, ტოვსტონოგოვის, ჩუბინაშვილის, ნინოშვილის, კარგარეთელის, კლდიაშვილის, ჯავახიშვილის, ტურგენევის, ჩერნიშევსკის, გრანელის, ხიმშიაშვილის, გოცირიძის, ჩიტაიას, ანაკლიის, გორკის, ჩაისუბნის, საბჭოს, კუმისის, ტეტელაშვილის, ბაქოს, კვინიტაძის, ტოლსტოის, სულიაშვილის, წმინდა ნიკოლოზის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, რესპუბლიკის მოედნის, ორბელიანის მოედნის, ვერეს დაღმართის, ათონელის, თაბუკაშვილის, ფურცელაძის, ფხოვის, ხაზინის, ჯორჯიაშვილის, ჭანტურიას, აბაშიძის, ვირსალაძის, ხიდის, სანაპიროს, გერცენის, ალექსი-მესხიშვილის, სარაჯიშვილის, საქანელას, 8 მარტის, ლაღიძის, ქუთათელაძის, ბროსეს, კვალის, კახიძის, ალ. ჭავჭავაძის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს
როგორც კომპანიაში აცხადებენ, შეზღუდვა შპს „ალმას“ მოთხოვნის საფუძველზე, მის მიერ წარმოებული სამშენებლო სამუშაოებიდან გამომდინარე დაწესდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.