მამუკა ხაზარაძე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ხაზარაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს.
„პატრიარქმა დაგვლოცა და წარმატება გვისურვა“ – წერს „ლელოს“ დამფუძნებელი და მოკლედ ყვება ილია მეორესთან შეხვედრის დეტალებს.
https://www.facebook.com/mamukakhazaradzeofficial/photos/a.127550221952270/148118236562135/?type=3&theater
„ვისაუბრეთ მოძრაობა „ლელოს“ მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე. ასევე საუკუნის პროექტზე, ანაკლიის პორტზე, რომელიც უმნიშვნელოვანესია როგორც სამეგრელოსთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის და მთელი რეგიონისთვის. ერთად საქართველოსთვის!“ – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.