“ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვაკის მესამე ოლქში ზაზა ხუციშვილის განცხადებით, მისთვის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება არ ყოფილა მარტივი. მისი თქმით, ის სფეროები, რომელშიც მას ჰქონდა გამოცდილება, ფართოა. “ვარ მოქმედი და აქტიური მუსიკოსი, მაგრამ ვთვლი, რომ ამ ასპარეზზე ქვეყნის მსახურება არის დიდი პატივი. გამარჯვების შემთხვევაში, რწმენით და სიმართლით ვემსახურები ჩემს ქვეყანას”, – აღნიშნა ზაზა ხუციშვილმა.