LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ გვჭირდება სხვისი ტერიტორიები – თურქეთის პრეზიდენტი

171
putini-erdogani-770x434

„ჩვენ სირიის პოლიტიკური და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებას ვცდილობთ. არ გვჭირდება სხვისი ტერიტორიები“, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

რაც შეეხება ვლადიმერ პუტინს, კრემლის ლიდერმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმებები სირია-თურქეთის საზღვარზე შექმნილი მწვავე სიტუაციის გადაჭრას შეუწყობს ხელს. რუსეთის პრეზიდენტმა გადაწყვეტილებებს უკიდურესად მნიშვნელოვანი უწოდა.

  1. ორივე მხარე თანხმდება, რომ მხარს უჭერენ სირიის ტერიტორიულ მთლიანობასა და პოლიტიკური ერთიანობის შენარჩუნებას, ასევე თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
  2. მხარეები ხაზს უსვამენ თავიანთ მზადყოფნას, ებრძოლონ ტერორიზმს მის ყველა გამოვლინებაში და ფორმაში და წინააღმდეგობა გაუწიონ სეპარატისტულ სწრაფვებს სირიის ტერიტორიაზე.
  3. ამ კონტექსტში, არსებული სტატუს-კვო, ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ რაიონში, თელ-აბიადიდა და რას ალ აინის შორის, შენარჩუნდება.
  4. ორივე მხარე ადასტურებს ადანის შეთანხმების მნიშვნელობას. რუსეთის ფედერაცია ხელს შეუწყობს ადანის შეთანხმების განხორციელებას თანამედროვე გარემოებებში.
  5. 2019 წლის 23 ოქტომბრის 12:00 საათიდან, სირია-თურქეთის საზღვრის სირიულ მხარეს, ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ ზონის გარეთ, შევლენ რუსეთის სამხედრო პოლიციისა და სირიის სასაზღვრო სამსახურის ძალები. ისინი ხელს შეუწყობენ ქურთების ძალებისა და მათი შეიარაღების გაყვანას, სირია-თურქეთის საზღვრიდან 30 კილომეტრის მოშორებით, რომელიც უნდა დასრულდეს 23 ოქტომბრის 00:00 საათიდან, 150 საათის შემდეგ. ამ მომენტიდან დაიწყება რუსეთ-თურქეთის ერთობლივი პატრულირება, საზღვრიდან 10 კილომეტრის სიღრმეში. დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ, მშვიდობის წყაროს ოპერაციის რაიონიდან, გარდა ქალაქ ქამიშლის
  6. ქურთების ყველა დანაყოფი და მათი შეიარაღება უნდა გამოვიდნენ მანბიჯიდან და თალ რიფათიდან;
  7. ორივე მხარე მიიღებს აუცილებელ ზომებს ტერორისტული ელემენტების აღმოფხვრისა და ინფილტრაციისთვის;
  8. სირიაში ლტოლვილთა უსაფრთხო და ნებაყოფლობითი დაბრუნებისთვის ხელის შესაწყობად ერთობლივი ძალისხმევა იქნება მიღებული;
  9. აღნიშნული მემორანდუმის მიმოხილვისა და კოორდინაციისთვის შეიქმნება ერთობლივი მექანიზმი მონიტორინგისა და ვერიფიკაციისთვის;
  10. ორივე მხარე განაგრძობს სირიის კრიზისის პოლიტიკური გზით გადაჭრის მექანიზმის ძიებას, ასტანის მექანიზმის ფარგლებში და მხარს დაუჭერენ საკონსტიტუციო კომიტეტის საქმიანობას.

რეჯეპ ტაიპ ერდოანი და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა სოჭში გაიმართა. მოლაპარაკებები თითქმის ექვს საათს გრძელდებოდა.

9 ოქტომბერს თურქეთმა სირიაში ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ დაიწყო, თუმცა, ერდოღანის აშშ-ის ვიცეპრეზიდენტთან და სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის შემდეგ თურქეთმა ოპერაცია დროებით შეწყვიტა.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g