“აქციის მონაწილეებს სხვა მიზნები აქვთ და ეს არის პროვოკაცია”,-ასე შეაფასა თბილისის მერმა, მერიის წინ მიმდინარე აქცია, სადაც მონაწილეები, ყაზბეგის#24 ში ხეების მოჭრის ფაქტს აპროტესტებენ.
დემონსტრანტები ეკოლოგიის სამსახურის უფროსის გადადგომას მოითხოვენ.
დავით ნარმანიას განცხადებით, საბოლოო გადაწყვეტილებამდე ექსპერტებთან შეხვედრები გაგრძელდება. მისივე თქმით, მოხდება სტრუქტურის რეორგანიზაცია და კანონმდებლობის გამკაცრება.
ნინო სულხანშვილის თქმით, იგი შეცდომას ვერ ხედავს და ამბობს, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.
როგორც სულხანიშვილმა აღნიშნა, ის საჭიროების შემთხვევაში მზად არის ითანამშრომლოს პროკურორებთან.