საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სურათი წარწერით “I’ll be back” (მე დავბრუნდები) სამთავრობო საიტებზე გამოჩნდა.
აღნიშნულ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაჰაკვის გამოძიება ორი მუხლით დაიწყო: თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით, რაც კომპიუტერ სისტემაში უნებართვოდ შეღწევას გულისხმობს. ხოლო მოგვიანებით კი გამოძიებას დაემატა სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლი, რაც კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.
დანაშაული ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშაოთი ისჯება ორ წლამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთით ორიდან ხუთ წლამდე.
ჰაკერული თავდასხმა 28 ოქტომბერს განხორციელდა სახელმწიფო უწყებების, მედიასაშუალებების, სასამართლოების, კერძო ორგანიზაციებისა და არასამთავრობოების ვებსაიტებზე.
ამ დროისათვის 2 ათასამდე ვებსაიტია დაჰაკული, ეს რაოდენობა კი იზრდება. ხარვეზის აღმოსაფხვრელად საიტებზე მუშაობა მიმდინარეობს.