ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, სამი კი, დაშავდა.
შსს-ს განმარტებით, გამოძიება 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპულატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.