LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ქებურია: „არმინე არუთინიანთან ფოტოს გადასაღებად ტრეფიკი რო მოაწყვეთ, ჩვენ ნაკლებად წარმატებული მოდელები გვყავს?!.“

1075
qeburia-armine

დიზაინერი გიორგი ქებურია წერს არმინე არუთინიანის საქართველოში ჩამოყვანაზე. ეს, მისი მოსაზრებით, ძალიან კარგი იდეა იყო, თუმცა დიზაინერი გაკვირვებას გამოთქვამს, რომ არმინე არუთინიანთან ფოტოების გადასაღებად რიგი დადგა, ხოლო ქართველ მოდელებს, რომლებიც დიდ ბრენდებთან თანამშრომლობენ, შესაბამის ყურადღებას არავინ აქცევს, ეს არასწორია.

გთავაზობთ გიორგი ქებურიას პოსტს ამ თემაზე:

„რა მაგარი ნაბიჯი იყო არმინეს ჩამოყვანა, რო გავიგე, ვაუ თქო გავიფიქრე, ბოდიშიც გამოგვივიდა ბრენდ Dalood- ის ხარჯზე, მაგრამ ტრეფიკი რო მოუწყვეთ – ფოტო არმინესთან,ინტერვიუ არმინესთან, ყველა არმინესთან რა უაზრობაა არა? კიდევ ერთი მოდელი იყო შავკანიანი, სახელი არ მახსოვს (რა მნიშვნელობა აქვს, რა ფერი ან რამდენი ფოლოვერი ჰყავდა). ანუ რატო იღებთ ფოტოს მაგ ხალხთან, ნაკლებად წარმატებული მოდელები გვყავს?

გვერდით რო სადმე ლიკა რიგვავას ხედავ, ან ანი გავას ან თათია ახალაიას, ეგენი არ ყოფილან გუჩიზე? ცოტა მეტი პატივი არ უნდა ვცეთ ამ ხალხს? გგონიათ, ნაკლები გამოიარეს, საქართველოს სახელით რო ასპარეზობენ ამ დამპალ სფეროში? თათია ახალაიამ რო Issey Miyake გახსნა 3 კვირის წინ, არ ეკუთვნის მეტი ყურადღება?ლიკა რიგვავა რო გუჩის საიტზეა გამოჭიმული და 2 სეზონს ზედიზედ აკეთებს თავის ქემფეინებით, არ გინახავთ?ანი გავა რო გუჩიზე იყო და ბალენსიაგაზე ორჯერ, მარჯიელა რო დახურა, არაა საკმარისი? მეტი რა გააკეთონ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g