საქართველოსა და უკრაინასთან უვიზო რეჟიმის შესახებ ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე 11 ოქტომბერს იმსჯელებენ, უკრაინული საინფორმაციო სააგენტო „უნიანის“ ცნობით, ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელენა ზერკალმა განაცხადა.
„უკრაინისთვის და საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების ტექნიკურ მხარეზე შეკითხვები არ არსებობს. ახლა საუბარია, ვინ იქნება მთავარი უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხში, ეს ერთმანეთში პარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ უნდა გადაწყვიტონ, რადგან ახლა ამ საკითხზე მათ შორის დიდი დავა მიმდინარეობს“, – განაცხადა ზერკალმა.