ამ წუთებში მუხრანბატონის სასახლის ეზოში ლიტერატურული პრემია „საბას“ დაჯილდოების მე-14 ცერემონია მიმდინარეობს. უკვე გამოვლენილია რამდენიმე გამარჯვებული. ნომინაციაში საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა თამაზ ვასაძე დაჯილდოვდა, ნომინაციაში საუკეთესო ელექტრონული წიგნი – ოთარ ჯირკვალიშვილის “ლაზარე” გახდა, საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზაში – ზაზა ფირალიშვილის “ირაკლი ფარჯიანი და შეხვედრის მეტაფიზიკა” დასახელდა. წლის დებიუტში კი სალომე მაკარაძის კრებული “ჩვენ” დასახელდა. ცერეონიაზე გამარჯვებულების გამოვლენა ამ წუთებში მიმდინარეობს.