ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან პოლიციაა მობილიზებული. ადგილზე რამდენიმე ათეული სამართალდამცველია განლაგებული, რომლებიც პარტიის ოფისის შესასვლეს იცავენ. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ ოცნების ოფისთან კახა კალაძე გამოჩნდა. როგორც ჩანს, მმართველი გუნდის წევრების შეხვედრები დღესაც გრძელდება.
“მზეზე ვთბებით” — ასე უპასუხა ცენტრალურ ოფისთან მდგარმა პოლიციელმა TV პირველის კითხვას, თუ რატომ იდგნენ პოლიციელები ოცნების ოფისთან.
დღეს თბილისში პარლამენტთან და სასტუმრო „რედისონთან“ აქციები გაიმართება. პარლამენტის წინ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები და ასევე სამოქალაქო მოძრაობის წევრები 15:00 საათზე შეიკრიბებიან. მათ საერთო მოთხოვნები აერთიანებთ:
„საქართველოში ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დროებითი მთავრობისა და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში“. აქციას გეგმავენ ასევე “პატრიოტთა ალიანსის” წევრები, რომლებიც სასტუმრო “რედისონთან” 17:00 საათზეე შეიკრიბებიან