თბილისში, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი თავისი “ქართული ოცნებით”ვლადიმირ პუტინს ბაძავს – ასე იწყებს სტატიას ჟურნალისტი ტომ როჯენი.
Washingtonexaminer წერს, რომ ივანიშვილის ბოლო, პუტინისეული ქმედება გასულ ხუთშაბათს იყო, როცა “ქართულმა ოცნებამ” პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტი ჩაადო.
“ეს მოღალატეობრივი სიგნალები საქართველოს პროდასავლური და დემოკრატიული პერსპექტივისგან უკან დახევს. ამით ივანიშვილმა წითელი ხაზი გადაკვეთა, რასაც პარტიის რამდენიმე წევრის, მათ შორის პარლამენტის ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის გადადგომა მოჰყვა”, – წერს გამოცემა.
მაღალი თავის „შუშის სასახლეში“ - საქართველოს უმდიდრესი კაცი ქვეყნის მთავარ პროექტს ემუქრება
მე მართლა მიყვარს დიდი ხეები, გიგანტური ხეები ჩემი გასართობია - ივანიშვილი
ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ჩუგოშვილი და ათასობით ქართველი ახლა “წყლის ქვემეხებს” ებრძვის. მისი თქმით, რაც არ უნდა ივანიშვილის საზოგადოებრივ ურთიერთობებზე შექმნილმა ვიკიპედიის გვერდმა ამტკიცოს, ფაქტია, რომ
“ქართული ოცნების” ლიდერს საქართველოს უკეთესი მომავლის ინტერესი არ აქვს.
გამოცემაში წერია, რომ ივანიშვილმა მილიარდები რუსულ ინდუსტრიებში იშოვა და ის დღემდე პუტინისეულ ოლიგარქად რჩება. “მან ძალიან ფრთხილი თამაში წამოიწყო, ვითომ დასავლური ღირებულებების დამცველმა, ამასობაში მისი ძალაუფლება გაიზარდა და
დღევანდელი ივანიშვილი რეალურად პუტინის სიამაყეა.
ის ახლა მთელ დროს იმაზე ხარჯავს, როგორ “მოკლას” ამერიკული და ევროპული საინვესტიციო პროექტები საქართველოში და აბსურდის შოუებს აწყობს”, – წერს ჟურნალისტი.
სტატიის დასკვნით ნაწილში აღნიშნულია, რომ საქართველოში მოქმედი ოპოზიციური პარტიები – ყველა ერთად ეწინააღმდეგება ივანიშვილის ღალატს პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით.
“იმედი ვიქონიოთ, რომ სულ მალე ვიხილავთ ქართველი ხალხის ტრიუმფს პუტინის თაყვანისმცემლის წინააღმდეგ” – წერს გამოცემა.