„ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში დღეს უმრავლესობის წევრ – მიხეილ ყაველაშვილსა და ჟურნალისტ დიანა ტრაპაიძეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. “ქართული ოცნების” წევრი ტელეწამყვანს აგრესიული ტონით მიმართავდა.
“თქვენ არ გააკეთეთ არც 20 ივნისის მოვლენებზე, რომ ეს იყო ძალადობრივი შტურმი, პირდაპირ გეუბნები, შენ – დიანა ტრაპაიძეს, არც შენ, არც ინგა გრიგოლიამ, არც ნინო ჟიჟილაშვილმა…
მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას მოახდინონ შესაბამისი რეაგირება.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია „ქართული ოცნების“ მხრიდან მედიაზე თავდასხმის შემთხვევებზე განცხადებას ავრცელებს
შეხედეთ თქვენს ეთერებს, რა ხდება, ჩხუბი და აყალმაყალია, როდის უნდა გადახვიდეთ კონსტრუქციულ რეჟიმზე, მე და თქვენ რომ ვაპროტესტდებით “ნაციონალურ მოძრაობას”, იმათთან მეგობრობა დაიწყეთ. ისინი ღლიცინით მოდიან თქვენთან”, – განაცხადა ყაველაშვილმა
დიანა ტრაპაიძემ კი მას სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მას პოლიტიკოსები ვერ დააკომპლექსებენ.
“დამშვიდდით, ნუ ნერვიულობთ, მე თქვენ ვერ დამაკომპლექსებთ”, – უპასუხა ტრაპაიძემ.