LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მენატრება, მიყვარს, საშინლად მაკლია… 1 წელი ჯაკოს გარდაცვლებიდან (ვიდეო)

1118
pjimage

ჟურნალისტის და ტელეწამყვანის ლევან ჩხაიძის, იგივე ჯაკოს გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა. ჯაკო ბოლოს ტელეკომპანია “ტვ პირველის” ჟურნალისტი იყო. მას მეგობრები და ახლობლები იხსნებენ. ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში ვიდეოებს, ფოტოებს და ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

“ეს დღე((( ეს ყველაზე საშინელი დღე ((( ზუსტად ერთი წლის წინ, 21 იანვარს, გამთენიისას გაფრინდა. მახსოვს, მე ყველაზე გვიან გავიგე მისი გარდაცვალება… დღეს ჯაკოს წლისთავია. ეს ყველაზე რთული და ყველაზე მძიმე წელი იყო ჩვენთვის, მისი მეგობრებისთვის, ტელევიზიისთვის…… მენატრება, მიყვარს, საშინლად მაკლია… არ მჯერა, რომ მთელი ერთი წელი ვიცხოვრეთ მის გარეშე, მხოლოდ მისი მოგონებებით და მასზე დარდით((( მძულს 21 იანვარი. ჯაკოს წლისთავია დღეს”, – წერს ინგა გრიგოლია.

 

ჯაკოს იხსენებს ჟურნალისტი ვახო სანაიაც: “დღეს ძალიან მძიმე დღეა. ზუსტად 1 წლის წინ ჯაკო გარდაიცვალა. ისეთი თავზარდამცემი დღე იყო, სიცოცხლის ბოლომდე გამყვება” – წერს სანაია.

შეგახსენებთ ლევან ჩხაიძე ბუდაპეშტში 33 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯაკო 27 იანვარს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g