LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაც ვიქნები და ქალიც: რუსული ენა აკრძალულია – ამბები მოკლედ

124
21288300-7710325-image-a-3-1574335724953

იტალიელი ფეხბურთელი ერთი კვირით დაისჯება ღამის კლუბის ტუალეტში სექსისთვის. „რეჯანას“ (სერია C) მეკარე მატეო ვოლტოლინი სკანდალში მას შემდეგ გაეხვა, რაც ინტიმური ხასიათის ვიდეო გასაჯაროვდა.

პიკე: „კარიერას „ბარსაში“ დავასრულებ. 2022 წლამდე მინდა თამაში და მერე წავალ ფეხბურთიდან“.

პორტუგალიურ ტელეარხს ფეხბურთელები აერია და აცნობა, რომ „ატლეტიკოს“ კოკე დაიჭირეს ნარკოტიკების გაყიდვაზე.

მოურინიო „ტოტენჰემის“ ფეხბურთელებს: „თქვენთვის ვიქნები მამა, მეგობარი, ქალი და ვინც გინდათ“.

მოურინიომ შესაძლოა იბრაჰიმოვიჩი მიიწვიოს „ტოტენჰემში“.

გარეთ ბეილი არ აპირებს „ტოტენჰემში“ დაბრუნებას (El Chiringuito TV).

„რეალი“ განიხილავს ზაფხულში პოჩეტინოს დანიშვნას.

ბალოტელი „ბრეშას“ ვარჯიშიდან გააგდეს. მწვრთნელს არ მოეწონა, რომ მარიო ზარმაცობდა.

დიეგო მარადონას გადადგომა „ხიმნასიას“ მწვრთნელობიდან გაუქმებულია.

სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გადადგა ნაკრების იტალიასთან 1:9 წაგების გამო.

კრიშტიანო რონალდომ არ მოუბოდიშა თანაგუნდელებს „მილანთან“ მატჩისას უსაქციელობის გამო.

დონეცკის „შახტარი“ დააჯარიმეს სტადიონზე რუსულ ენაზე გამოცხადების გამო.

გიოტცე წავა „ბორუსიადან“ ზაფხულში, თუ ლუსიენ ფავრი მთავარ მწვრთნელად დარჩება (Sport Bild).

დორტმუნდის „ბორუსიამ“ Puma-თან კონტრაქტი 2028 წლამდე გააგრძელა.

„ლივერპულმა“ ქალაქის მოსახლეობა დაპატიჟა „ენფილდის“ გაფართოების გეგმის განხილვაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები