LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მისი პირველი ხელფასი 10 ლარი იყო დღეში“ – 14 წლის ქართველი მოსწავლის პირველი სამსახური და გზა წარმატებამდე

1029
70833055-2607979739431817-3005133985027194880-n

ცხოვრებაში შეუძლებელი არაფერია და თუ გინდა, რომ წარმატებას მიაღწიო, შენი მომავალი სრულიად შენს ხელშია – სწრაფი კვების ქართული რესტორანი  „აპეტიტო“ ახალგაზრდებს დასახული მიზნებისთვის ბრძოლისკენ მოუწოდებს და კონკრეტულ ამბავს უყვება „აპეტიტოს“ პატარა თანამშრომლის შესახებ.

როგორც „აპეტიტოს“ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ვკითხულობთ, ნინი 14 წლის იყო, როდესას სწრაფი კვების რესტორანში სამუშაოდ მივიდა და დღეს ის „აპეტიტოს“ ძალიან წარმატებული კადრია.

„მე მინდა მოგიყვეთ ჩვენი პატარა თანამშრომლის ისტორია:  ნინი – არის გოგონა, რომელიც სულ რაღაც 14 წლის იყო, როდესაც მოვიდა სამსახურის დასაწყებად თავისუფალი გრაფიკით, რომ სკოლის შემდეგ 2 საათი გამოეყო თავისუფალი დრო, რომ ემუშავა პრომოდ. მან მითხრა, რომ არ იცოდა როგორ გაართმევდა თავს, მაგრამ ყველანაირად შეეცდებოდა ესწავლა თუ როგორ და რა პრინციპით უნდა ემუშავა. მისი საყვარელი გამოხედვა ახლაც მახსოვს და მისი პირველი დღე სამსახურში, როცა მოსახლეობის გამოკითხვის ჩატარება ვთხოვე, წავიდა და ზუსტად 2 საათში გახარებულმა მოირბინა: აი ასე და ასე გავაკეთე და ნახე, რამდენი ბლანკი შევავსეო. მასში დავინახე დიდი პოტენციალი მონდომება და მისი მტკიცე ხასიათი, რომ მას ყველაფერი გამოუვა !

აპეტიტო მოხუცებს წინა დღის საკვებს უფასოდ გაატანს

"ისიც არ გვინდა, რომ ვინმე მოვიდეს და გულნატკენი გავუშვათ,“ - ამბობს თეკო ვახანია „ფორტუნასთან“ და სხვა კვების ობიექტებსაც მოუწოდებს დაეხმარონ მოხუცებს.

მისი პირველი ხელფასი 10 ლარი იყო დღეში (თუმცა ფული მისთვის გადამწყვეტი ნამდვილად არ ყოფილა, მას სურდა ესწავლა) ისე უხაროდა, რომ სურვილი მქონდა ყოველ დღე მისთვის უფრო და უფრო მეტი მესწავლებინა გაყიდვების სფეროში, რადგან მისი საოცარი პასუხისმგებლობა მაოცებდა ამ პატარა გოგოში. მას შემდეგ 4 წელი გავიდა. ჩვენი ნინი დღეს უკვე წარმატებული სტუდენტი და ბოქსიორი გოგოა❗️ ის ახერხებს იყოს სტუდენტი, იყოს სპორტსმენი და ამავე დეოს თავისუფალ დროს ის მუშაობს ჩვენთან. მე მინდა მას ვუსურვო დიდი წარმატება ცხოვრების კიდევ უფრო დიდ გზაზე და ნებისმიერ დროს მას გავუწიო დიდი რეკომენდაცია ნებისმიერ საქმეში ! ის არის პასუხისმგებლიანი გონიერი, შრომის მოყვარული და მიზანდასახული ადამიანი. მისთვის ყოველთვის ღიაა ჩვენი კომპანიის კარი❗️ ის ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი წარმატებული კადრია, რომელსაც შემიძლია თქვისუფლად ვანდო კომპანიის საპასუხისმგებლო საქმე! რატომ ვწერ ამ პოსტს? – მე მინდა ამ ერთი პატარა გოგონას მაგალითზე თქვენც მოგცეთ სტიმული, რომ შეუძლებელი არაფერია და როდესაც გინდა მიაღწიო წარმატებას, სრულიად თქვენს ხელშია თქვენი მომავალი“, – წერს „აპეტიტოს“ დამფუძნებელი თეკო ვახანია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, „აპეტიტო” გახლავთ სწრაფი კვების რესტორანი, მრავალფეროვანი საოჯახო სამზარეულოთი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g