ამერიკელებისთვის მადლიერების დღე არამხოლოდ სადღესასწაულო სუფრასთან და უგემრიელეს ინდაურთან, არამედ მრავალკილომეტრიან საცობებთანაც ასოცირდება. ამ დღეს ყველა ოჯახისკენ მიისწრაფის და სატრნასპორტო კოლაფსიც ამის გამო წარმოიქმნება.
ამერიკული ტელეარხის CNBS–ის ინფორმაციით, 2019 წელს ერთი შტატიდან მეორეში მიმავალ ადამიანთა რაოდენობამ რეკორდულ 55 მილიონს მიაღწია. ეს ციფრი არამხოლოდ ავტომობილით მოძრავ, არამედ მატარებლებით და ავტობუსებით გადაადგილებულ ამერიკელებსაც მოიცავს.
ანალიტიკოსთა ინფორმაციით, მსგავსი საცობი ნამდვილად რეკორდულია. 2018 წელს მაჩვენებელი – 54 მილიონი, 2017 წელს – 50 მილიონი, 2016 წელს კი მხოლოდ –48 მილიონი იყო.
ყველაზე საცობიან ადგილთა შორის კი ლოს–ანჯელესი უპირობო ლიდერია. წელს პიკი საათის დროს ტრასა 405–ზე, რომელსაც 6 სავალი ზოლი აქვს – ყველაზე მეტი ავტომობილი მოგროვდა.